რეზონანსი
09.09.2019

 (რეზონანსი) პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული სამი ადამიანი პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. მათ შორისაა „პატრიოტთა ალიანსის" წევრი ბეჟან გუნავაც.

სამივე, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით იყო დაკავებული. ბეჟან გუნავა და მისი მომხრეები რუსთაველზე აქცია „სირცხვილიას" წევრების ტერიტორიიდან გაყვანას ცდილობდნენ. მათ ამის საშუალება სამართალდამცეველბმა არ მისცეს.

პარლამენტის ტერიტორიაზე მოძრაობა „სირცხვილიას" ორგანიზატორები და მხარდამჭერები 8 სექტემბერს დილიდან შეიკრიბნენ. მათ პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან სირცხვილის დერეფანი მოაწყვეს და სასტვენების დახმარებით მთავრობის დამტკიცების პროცესს აპროტესტებენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×