რეზონანსი
09.09.2019

 ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რაულ ხაჯიმბა იმარჯვებს. ამის შესახებ დეფაქტო ცესკოს ხელმძღვანელმა თამაზ გოგიამ განაცხადა.

„წინასწარი მონაცემებით, ხმათა 47,38%-ით იმარჯვებს რაულ ხაჯიმბა. მისმა კონკურენტმა ალხას კვიცინიამ ხმათა 46,19% მიიღო. ორივე კანდიდატის წინააღმდეგ ხმა 3154 ადამიანმა მისცა. აქტივობამ 65,98% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმის მიცემის უფლებით 83 880 ადამიანმა ისარგებლა“, - განაცხადა თამაზ გოგიამ.

„ეს ჩვენი ხალხის გამარჯვებაა. წინ ბევრი სამუშაო გველის. ერთიანობის პირობები უნდა შევქმნათ, ამის გარეშე სახელმწიფო ვერ შედგება. მთავარია არა ვინმეზე გამარჯვება, არამედ ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ. 

ალხას კვიცინიამ კონკურენტის გამარჯვებაზე საუბარს ნაადრევი უწოდა და განაცხადა, რომ ხმების ალტერნატიულ დათვლას აწარმოებს და ოფიციალურ შედეგებს გაასაჩივრებს, ვინაიდან „ვერც ერთმა კანდიდატმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×