რეზონანსი
08.09.2019

  (რეზონანსი) აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ყველა „საარჩევნო უბანი“ დაიხურა და ბიულეტენების დათვლა დაიწყო. ე.წ საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დღეს გამართული „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში, 18 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობამ 50,99% შეადგინა,.

ამავე ცნობით, ე.წ საარჩევნო სიაში დარეგისტრირებული 125 401 ადამიანიდან, კენჭისყრაში 64 947 - მა მიიღო მონაწილეობა, ამის შესახებ ე.წ საარჩევნო კომისიის პრეს-მდივანმა ელენე ლაბახუამ განაცხადა. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით ხაჯიმბა კვიცინიას მხოლოდ 1,84 პროცენტით უსწრებს.

ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობით გალის რაიონი გამოირჩეოდა (67,98%), სადაც მონაწილეობა ე.წ საარჩევნო სიაში დარეგისტრირებული 1008 ადამიანიდან 692 -მა მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×