რეზონანსი
08.09.2019

  (რეზონანსი) საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით „სირცხვილია“ დასრულდა. პარლამენტის შენობის წინ დღეს მთელი დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას.

დღის ბოლოს აქციაზე „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები მივიდნენ, მათ პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, რა დროსაც ბეჟან გუნავა და ალიანსის რამდენიმე მხარდამჭერი დააკავეს. ისინი „სირცხვილიას“ ორგანიზატორების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ადგილზე იყო დაძაბული ვითარებაც. როგორც საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, სამივე პირი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×