რეზონანსი
08.09.2019

  (რეზონანსი) სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, 88 წლის დიმიტრი ბაშკიროვი ღირსების მედლით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა დიმიტრ ი ბაშკიროვს მსოფლიო მუსიკის მოვლენა უწოდა და აღნიშნა, რომ წინანდლის ფესტივალში მონაწილეობით საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიოს მუსიკალურ რუკაზე.

"თქვენ საქართველომ უკვე გაღიარათ და 80 წლის იუბილეზე თბილისის კონსერვატორიის საპატიო პროფესორის წოდება მოგენიჭათ. ეს ქარული მუსიკალური წრეების მიერ თქვენი აქაური ღვაწლის აღიარება იყო. დღეს კი მე მინდა ღირსების მედალი გადმოგცეთ საქართველოს საფორტეპიანო სკოლის დაფუძნებასა და განვითარებაში, მსოფლიოს მუსიკალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებისათვის, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა პიანისტს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×