რეზონანსი
08.09.2019

  (რეზონანსი) ივნისსა და ივლისში დაფიქსირებულმა ძლიერმა სიცხემ წელს საფრანგეთში 1,435 ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილთა თითქმის ნახევარი 75 წელზე მეტის იყო. ივნისში საფრანგეთში რეკორდული სიცხე 46 გრადუსი ცელსიუსი აღინიშნა, პარიზში ჰაერის ტემპერატურა ივლისში 42.6 გრადუსი ცელსიუსი იყო. 

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 24 ივნისიდან 7 ივლისამდე პერიოდში სიცხის პირველ ტალღას ქვეყნის მასშტაბით 567 ადამიანი ემსხვერპლა, 868 ადამიანი კი 21-27 ივლისის პერიოდში დაიღუპა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×