(რეზონანსი) საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდგომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკის კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები აქვს და პარადოქსულია, რომ ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეიყვანისთვის სწორედ ამ მიმართულებას იყენებენ:
"საქართველო ყველა უმაღლეს ტრიბუნას იყენებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას და უკანონო ქმედებებს აქვს სათანადო შეფასება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, თუნდაც ის, რომ ჩვენ როგორც არასდროს, გაცხადებული გვაქვს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ის, რომ საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის, ის, რომ დღეს ვართ ასოცირებული წევრი და გაცხადებული გვაქვს, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტი უნდა, გვაქვს საგზაო რუკა, მივდივართ ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანებისკენ, ნატოს, როგორს ყველაზე მოწინავე ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გაწევრიანებისათვის - ყველაფერი ეს მიანიშნებს წარმატებულ საგარეო პოლიტიკაზე, და მართლაც პარადოქსია, რომ ჩვენი ოპონენტები ამას ისევე როგორც სხვა თემებს, იყენებენ იმისთვის, რომ საზოგადოება შეიყვანონ სიცრუეში."- განაცხადა მინისტრმა.