რეზონანსი
08.09.2019

 (რეზონანსი) პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე სამი პირი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული სამართალწარმოება უკვე დაწყებულია.

„სამივე პირი, მათ შორის ბეჟან გუნავაც დაკავებულია 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის", - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ სიტუაცია ადგილზე მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარლამენტის წინ აქცია „სირცხვილიას" გასაპროტესტებლად ბეჟან გუნავა და „პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერები მივიდნენ. ბეჟან გუნავა და მისი მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გარღვევას და ტერიტორიიდან „სირცხვილიას" აქციის მონაწილეების გაძევებას ცდილობდნენ. პოლიციამ სამი მათგანი დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×