რეზონანსი
08.09.2019

 (რეზონანსი) პარლამენტის წინ ვითარება დაიძაბა, პოლიციამ სამი პირი დააკავა. სიტუაცია ადგილზე მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარლამენტის წინ აქცია „სირცხვილიას" გასაპროტესტებლად ბეჟან გუნავა და „პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერები მივიდნენ.

ბეჟან გუნავა და მისი მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გარღვევას და ტერიტორიიდან „სირცხვილიას" აქციის მონაწილეების გაძევებას ცდილობდნენ.

დაპირისპირების დროს გუნავას და სამართლადამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა. დააკავეს სამი პირი. ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა ბეჟან გუნავაც გაიყვანეს.

მანამდე გუნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აქცია "სირცხვილიას" მონაწილეები "დაქირავებული ერის მოღალატეები" არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე რამდენიმე პირი დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×