(რეზონანსი) თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე დაჭრილი კაცი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც დაჭრილის დედამ დალი ჩიტაძემ განაცხადა მის შვილს უცხო პირმა დანით ბარძაყის არეში მიაყენა ჭრილობა.
მისივე თქმით, დამნაშავე სავარაუდოდ ფსიქიურად არამდგრადია, რადგან უცნობი პირი მის შვილს წირვის შემდეგ აედევნა და სახლამდე მიყვა. ინციდენტი ავტოფარეხში მოხდა, შემდეგ კი დამნაშავე მიიმალა.
დალი ჩიტალაძე ამბობს, რომ ეს პირი ტაძარში ხშირად დადის და მრევლის მიმართ ფიზიკური აგრესია ადრეც გამოუვლენია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.