რეზონანსი
08.09.2019

 (რეზონანსი) „პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ პირველკ განცხადებას აკეთებს. ის თავის მომხრეებს განცხადებით მიმართავს და მათ დღეს პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

„რამდენჯერ გამივლია მათ შორის არასოდეს მსგავსი თავდასხმა არ გაუბედავთ ამ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისგან მართულ მოღალატეებს! დღეს მით უმეტეს, რომ ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ მთავრობას თავდასხმის მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო???

ნახეთ გუშინდელი ჩემი გამოსვლის კადრები და მიხვდებით თუ ვისგან იმართება პროცესები! კიდევ რა ლუსტრაცია სჭირდება იმ მოვლენებს რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება??? ყველაფერი უბედურება მოდის სუსი-დან, რომელშიც უამრავი უცხო ქვეყნის რეზიდენტი (აგენტი) ბუდობს!!!

16:00 საათზე გთავაზობთ პირდაპირ შევიკრიბოთ პარლამენტის წინ და გავწმინდოთ ჩვენი დედაქალაქი ქვეყნის მტრებისგან !!! ვეტერანებო, ვინც ნამდვილად იბრძოდით ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ვისაც ზურგში არ გისვრიათ ჩვენთვის, ვინც ვიბრძოდით ტერიტორიული მთლიანობისთვის, ყველას გელოდებით პარლამენტის წინ! ვინც გამყიდველ სუს-ის თანამშრომლებს არ ექვემდებარებით გელოდებით, ვინც არ ხართ იგორა გიორგაძესთან და ბოკერიასთან შეკრული გელოდებით პარლამენტის წინ! დღეს, 8 სექტემბერია და 27 სექტემბრამდე უნდა გავწმინდოთ ქვეყანა მტრებისგან!!! დიდება ღმერთს!!! - წერს ემზარ კვიციანი.

დღეს დილით პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია „სირცხვილიას" მონაწილეებს შორის პარლამენტის შენობის წინ მას შემდეგ მოხდა, რაც კვიციანი აქციის მონაწილეებთან მივიდა.

მომიტინგეებმა მას „რუსეთის მონა" და მოღალატე ეძახეს. მათ შორის იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.

მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×