(რეზონანსი) თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.
დაჭრილი ახალგაზრდა მოდის ექსპერტის დალი ჩიტალაძის შვილი, ვახო სუთიძეა. როგორც დაჭრილის დედა ყვება, ვახოს უცხო მამაკაცი იმ დროს დაესხა თავს, როდესაც ეკლესიიდან სახლში ბრუნდებოდა.
"გიჟები დადიან ქალაქში და ერთ-ერთი მათგანი ჩემს შვილს დაესხა თავს, ის მას მხოლოდ ეკლესიაში წირვებზე ჰყავს ნანახი. როდესაც ჩემი შვილი დილით ტაძრიდან ბრუნდებოდა, მას გამოჰყვა ეს მამაკაცი და ისე, რომ არაფერი უთქვამს, სადარბაზოში შემოყვა, უკან მიეპარა და დანა დაარტყა. დაკარგა ბევრი სისხლი და ახლა ოპერაცია უტარდება", - განაცხადა დალი ჩიტალაძემ "რეიტინგთან".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.