(რეზონანსი) „მე მისი ემოცია მესმის, თუმცა პასუხს არ ვუწონებ",- ადა მარშანიამ ემზარ კვიციანისა და აქციის მონაწილეების დაპირისპირების შესახებ „TV პირველთან" საუბრისას განაცხადა.
მისი ვარაუდით, დეპუტატი ემზარ კვიციანიც ჩვეულებრივი ადამიანია და ეტყობა, ვერ მოითმინა.
„გამოსვლისას მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ჩემი ვარაუდით, „ნაცმოძრაობის" აქტივისტებმა. როცა შენ მოღალატე გეძახის მოღალატეს და ამას სკანდირებს, ადამიანს, რომელიც 15 წლის იარაღით ხელში სამშობლოს იცავდა და უამრავი ნათესავი ჰყავს იქ დაღუპული, მათ შორის ძალიან ახალგაზრდები, დისშვილები... ეს ჩვეულებრივი ადამიანია და ეტყობა, ვერ მოითმინა და გადავიდა ფიზიკურ პასუხზეც. ცხადია, არა არის ეს არც მისაღები, არც მოსაწონი, მით უმეტეს დეპუტატის მხრიდან. მაგრამ მე მისი ემოცია მესმის, თუმცა პასუხს არ ვუწონებ, - თქვა მარშანიამ.
პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება იყო. დაპირისპირება დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია „სირცხვილიას" მონაწილეებს შორის პარლამენტის შენობის წინ მას შემდეგ მოხდა, რაც კვიციანი აქციის მონაწილეებთან მივიდა.
მომიტინგეებმა მას „რუსეთის მონა" და მოღალატე ეძახეს. მათ შორის იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.