რეზონანსი
08.09.2019

 (რეზონანსი) "ვწუხვარ იმაზე, რომ ვხედავ: სააკაშვილმა და ბოკერიამ მართლაც, რომ ცხვრებივით მორეკეს ის ხალხი, ვინც წინ დგას", - ეს განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა სოფო კილაძემ გააკეთა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის კომენტირებისას.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი ვითომ დამოუკიდებელი აქტივისტების საფარქვეშ ცდილობენ წარმოაჩინონ ისე, თითქოს ხალხის უმრავლესობა არის გიორგი გახარიას წინააღმდეგი. ეს სიცრუეა. სააკაშვილის და ბოკერიას რამდენიმე აქტივისტია. საგნობრივი კრიტიკის ნაცვლად ასეთ მასკარადებს აწყობენ ყოველდღე", - განაცხადა კილაძემ.

ცნობისთვის, დღეს "სირცხვილიას" აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან, სადაც ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცონ, ცხვრები მიიყვანეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მმართველ საპარლამენტო უმრავლესობასა და ცხვრებს შორის ბევრ მსგავსებას ხედავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×