რეზონანსი
08.09.2019

 (რეზონანსი) პოლიციამ დეპუტატი ემზარ კვიციანი პარლამენტის ტერიტორიიდან გაიყვანა. დეპუტატი სამართალდამცავებმა ავტომანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან მისი გაყვანა ასე განახორციელეს.

ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.

„მოხდა ინციდენტი, გავერკვევით და მივცემთ სამართლებრივ შეფასებას", - განუცხადა ჟურნალისტებს ვაჟა სირაძემ.

დაპირისპირება დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია „სირცხვილიას" მონაწილეებს შორის პარლამენტის შენობის წინ მას შემდეგ მოხდა, რაც კვიციანი აქციის მონაწილეებთან მივიდა.

მომიტინგეებმა მას „რუსეთის მონა" და მოღალატე ეძახეს. მათ შორის იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×