რეზონანსი
08.09.2019

 რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის მეორე კოლონიაში ათობით პატიმარმა ვენები გადაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა „ეკატერინბურგ-ონლაინ“ ავრცელებს. ასეთი ფორმით მსჯავრდებულებმა ფიზიკური ძალადობა და გამოძალვა გააპროტესტეს.

მედიასაშუალების ცნობით, კოლონიაში უკვე იმყოფებოდნენ საზოგადოებრივი სადამკვირვებლო კომისიის წევრები, რომელთა მონაცემებითაც თვითდაზიანებები 30-დან 60-მდე მსჯავრდებულმა მიიყენა. მანამდე, პატიმრების ნათესავები მედიასთან საუბრისას 200-მდე დაშავებულის შესახებ განაცხადეს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ეკატერინბურგის მეორე კოლონიაში პატიმრებმა თვითდაზიანება მიიყენეს. უწყების ცნობით, მათი რაოდენობა მედიაში გავრცელებულ რიცხვზე გაცილებით ნაკლებია. საგამოძიებო სამსახურში აღნიშნავენ, პატიმრებს უმნიშვნელო დაზიანებები აქვთ მიყენებული. საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×