რეზონანსი
07.09.2019

  (რეზონანსი) "ინტერმედია პლუსის" დირექტორს, ზურაბ იაშვილს, რომელსაც დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა აცხადებს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

"გადაწყვეტილებას ჯერ გავასაჩივრებ და თუ არ დაკმაყოფილდა, გადავიხდი გირაოს. რაც შეეხება ბრალდებას, გუშინაც აღვნიშნე, რომ არ ვეთანხმები.

საქმის მასალებს გავეცანი და ადვოკატთან ერთად ვადასტურებ, რომ საერთოდ შორს არის სიმართლისგან ის ბრალდება, რაც მაქვს წაყენებული.

ყველა ტრანზაქცია, ყველა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა განხორციელებულია კანონის შესაბამისად"– განაცხადა ზურაბ იაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×