რეზონანსი
07.09.2019

  (რეზონანსი) როკურორის ზვიად გუბელაძის თქმით რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლის გადაწყვეტილება დასაბუთებულია და ბრალდებულის სათანადო ქცევას უზრუნველყოფს.

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ ზურაბ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა 50 000-ლარის ოდენობით და ამავე დროს, მას აეკრძალა საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და ნებართვის გარეშე. მიგვაჩნია, რომ მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება არის დასაბუთებული და სწორედ აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფდა ბრალდებულის სათანადო ქცევას. ეს არის ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც არის სამი ბრალდებული და სამივე ბრალდებულის - ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილის და კახა დამენიას სასამართლო პროცესი იქნება ერთად, 2019 წლის 30 სექტემბერს, 14:00 საათზე", - განაცხადა პროკურორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×