რეზონანსი
07.09.2019

  რუსეთში მოღვაწე მომღერალმა დიანა ღურწკაიამ მოსკოვის სათათბიროს არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდასაჭერად იმღერა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სიმღერას, რომელიც ღურწკაიამ ანდრეი მეტელსკის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ კონცერტზე შეასრულა, „მე ვერ ვხედავ სხვა კანდიდატს" ჰქვია.

სოციალურ ქსელებში ღონისძიების ორგანიზატორების იდეა არაეთიკურად მიიჩნიეს და ნაწილმა თავად ღურწკაიაც გააკრიტიკა.

ცნობისთვის, მოსკოვში დუმის არჩევნები ხვალ, 8 სექტემბერს გაიმართება.

წყარო: პრაიმტაიმი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×