რეზონანსი
07.09.2019

  „რუსთავი 2"-ის საქმეზე „ინტერ მედია პლიუსის" ბრალდებული დირექტორის, ზურაბ იაშვილის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" იაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასიალიამ განუცხადა. როგორც ბასილაია აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

ზურაბ იაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 18:00 საათზე იმსჯელებენ.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, „ინტერ მედია პლიუსის" დირექტორს, ზურაბ იაშილს ბრალი კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში ედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2"-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×