რეზონანსი
07.09.2019

 

მინდა მოვუწოდო „ქართული ოცნების" ჯანსაღ ნაწილს, ჩვენთან გადმოდით, ჩვენ ვართ მომავლის პარტია, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მან ასევე, იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ხელისუფლებას მხარს არ უჭერს.

„მთელი ქვეყანა ერთ დიდ ბანკად გაქვთ გადაქცეული და გგონიათ, რომ ეს სახელმწიფო თქვენი საკუთარი შპს. გარეთ გავიხედოთ. გახარებულ სახეებს ხედავთ? ქვეყანამ მოიწყინა და ამაზე პასუხიმგებლობა თქვენ გაქვთ. ჩვენ არ გიჭერთ მხარს იმიტომ, რომ მიდის ქართული აზროვნების წინააღმდეგ. მიზანმიმართული შეტევა . თქვენ ამის შესაჩერებლად არაფერს არ აკეთებთ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენი ნაწილი პირიქით თანამონაწილეობს ამ ყველაფერში.

და ბოლოს, არ გიჭერთ მხარს იმიტომ, რომ ხელისუფლების ყველა მაღალ, წამყვან რგოლში, თანამდებობაზე, სააკაშვილის - ბოკერიას ხალხი მოიყვანეთ. ისინი შიგნიდან არიან მოკავშირეები.

მინდა მოვუწოდო „ქართული ოცნების" ჯანსაღ ნაწილს, ჩვენთან გადმოდით, ჩვენ ვართ მომავლის პარტია. ასევე მხარდაჭერებს, ვინც იზირებთ ჩვენს სულისკვეთებას. ჩვენი კარი ღიაა თქვენთვის," - განაცხადა ინაშვილმა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×