რეზონანსი
07.09.2019

  მოსკოვიდან ამენთო წითელი და სხვათა შორის, თქვენი სამსახურის მეშვეობით, - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, ემზარ კვიციანმა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს.

„ბატონო ვახტანგ, კითხვით გადმოვალ თქვენთან. წეღან, ვთქვი, როგორ წამოვედი მოსკოვიდან. იმ მოსკოვიდან ამენთო წითელი და სხვათა შორის, თქვენი სამსახურის მეშვეობით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. თქვენ მაშინ არ მუშაობდით. იმის მერე არ ჩაქრა ის წითელი. იქნება გამოსვლისას ჩამოკრათ იმ ე.წ. შტეფსელს და გამორთოთ ეს წითელი, ყველა მიმართულებით, რომ ანთებულია," - მიმართა კვციანმა გომელურს.

პარლამენტში ფრაქციების ფორმატში მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან შეხვედრები გრძელდება.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე, კანონმდებლები 8 სექტემბერს იმსჯელებენ.

„ქართულ ოცნებას" მთავრობის დამტკიცებისთვის 76 დეპუტატის მობილიზაცია დასჭირდება.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×