რეზონანსი
07.09.2019

 

უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენი მიზანი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ომის გარეშეა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრებთან შეხვედრაზე განცხადა.

„დავიწყებ იმით, რაზეც ქალბატონმა ადამ ისაუბრა - ტერიტორიული მთლიანობა და იყო გარკვეული აქცენტები გაკეთებული სიღარიბეზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობა იყო ძირითადი ნაწილი.

უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენი მიზანი უპირველეს ყოვლისა, ომის გარეშე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი წინაპირობა, სხვა ყველა რესურსი რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარლამენტში ფრაქციების ფორმატში მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან შეხვედრები გრძელდება.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე, კანონმდებლები 8 სექტემბერს იმსჯელებენ.

„ქართულ ოცნებას" მთავრობის დამტკიცებისთვის 76 დეპუტატის მობილიზაცია დასჭირდება.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×