რეზონანსი
07.09.2019

  ბატონო გიორგი, „ნაციონალურ მოძრაობას" თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ, ან მე დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და როგორ დავამთავრებ, ამას ყველა ერთად ნახავს," - ამ სიტყვებით „პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ირმა ინაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას პარლამენტში სხდომაზე მიმართა, სადაც ფრაქციის ფორმატში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

"ყველაზე მთავარი არის ის, რომ სიტყვების ფორმატში არ უნდა დარჩეს ფრაზები - „მე თქვენ დაგასრულებთ, მე თქვენ დაგასრულებთ" და ა.შ. ბატონო გიორგი, თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ. დამთავრებას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. ან მე გთავაზობთ 1 კვირით დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და როგორ დავამთავრებ, როგორ ამოვიღებ დამალულ მტკიცებულებებს და 56 ათას მოწმეს როგორ დავაბრუნებ პროკურატურაში, ჩვენებები რომ აქვთ მიცემული, ამას ყველა ერთად ნახავს. ეს არის ჩემი საჯარო შემოთავაზება და მერე ისევ დავბრუნდები პარტიაში გენერალურ მდივნად," - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

წყარო: მარშალპრესი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×