რეზონანსი
07.09.2019

 „მინდა გთხოვოთ, რომ დაოკდეთ!" -ასე მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების წამყვანს თეონა ბაკურიძეს. 

მთავრობის თავმჯდომარე ჟურნალისტის იმ კითხვას გააღიზიანა, რომელიც პრემიერების ცვლილების კვალდაკვალ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეების ცვლილებების ტენდენციას ეხებოდა.

რიჟვაძის ეს რეპლიკა მოყვა წამყვანის საუბარს იმაზე, რომ ქართული ოცნების პრემიერების ცვლილებისას, უმეტეს შემთხვევაში იცვლებოდნენ აჭარის თავმჯდომარეებიც.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვის „დაოკებას ითხოვდა ის, ტელევიზიის თუ წამყვანის, რიჟვაძემ არ უპასუხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×