(რეზონანსი)ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის გოგონას მამა, გიორგი გვარჯალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს წერს:
"პირველად დამესიზმრე. ყელი გქონდა გადაჭრილი და სისხლი მოგდიოდა. ჩემი მანქანით წავედით რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჩვეულებრივად იყავი, დადიოდი, არ გვეშინოდა, თითქოს არაფერი მომხდარა ისე ვურთიერთობდით. ცოტა ხმის ტემბრიც მახსოვს, მშვიდად ამბობდი რაღაცას... აჰ, რა კარგი იყო შენთან, როგორ მომენატრე! ძალიან, ძალიან მაგრად! არ ვდარდობდი დაჭრილი რომ ხარ, მთავარია ცოცხალი იყავი და ერთად ვიყავით, ერთად მა, ლენო, მე და შენ. ახლა უფრო მივხვდი როგორი გაძარცვული ვარ უშენოდ... მიყვარხარ, სადაც ხარ. თუ აღარ ხარ, ჩემს გულში მთელს ადგილს შენ იკავებ, შენით იწყება და მთავრდება ვინც ვარ და რასაც ვაკეთებ. გელოდები ყოველ ღამე" - წერს გიორგი გვარჯლაძე.
შეგახსენებთ, 4 ივნისს 16 წლის გოგონა, ლენო გვარჯალაძე საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა. გოგონა მუსიკოს გიორგი გვარჯალაძის და ტელეწამყვან ლულუ კახიანის შვილია.
ნიუპოსტი.