რეზონანსი
06.09.2019

 (რეზონანსი)ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმას მიმართა თხოვნით, შეიმუშავონ ერთობლივი პოზიცია ადმინისტრაციულ საზღვარზე დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით. „სპუტნიკის" ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო პარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.

„სამხრეთ ოსეთის პარლამენტი სთხოვს რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმას, გაიმართოს პარლამენტთაშორისი კონსულტაციები ერთიანი პოლიტიკის შესამუშავებლად, რომელიც ხელს შეუწყობს დეესკალაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, " - ნათქვამია მიმართვაში.

გარდა ამისა, ე.წ. დეპუტატები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ევროკავშირი, რომელიც დამკვირვებელთა მისიით არის წარმოდგენილი მოლაპარაკებათა პროცესში, უარს აცხადებს აღებული ვალდებულებების შესრულებაზე იმ გარანტიათა უზრუნველყოფის საკითხში, რომელიც ძალის გამოუყენებლობის პრინციპს უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×