(რეზონანსი) "რუსთავი 2"-ის ყოფილმა დირექტორმა და ამჟამად "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ პპროკურატურის შენობა დატოვა.
გვარამია საგამოძიებო უწყებაში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც მას ბრალი ოფიციალურად გააცნეს.
ნიკა გვარამიას განცხადებით, ბრალდებაში ახალი არაფერში არ ეწერა და ის მიმდინარე გამოძიებას "მთავარი არხის" ეთერში გასვლას უკავშირებს.
ნიკა გვარამის არ გამორიცხავს, რომ მოხდეს მისი დაკავებაც. თუმცა აცხადებს, რომ პროცესების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, არხს სხვა დირექტორი ეყოლება და აღნიშნავს, რომ "მთავარ არხს" მაუწყებლობასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნება.
„ფულის გათეთრება დამატებულია იმისთვის, რომ მე კომუნიკაცია გამიჭირდეს ინვესტორებთან. არანაირი პრობლემა არ არის, მე არ ვიქნები დირექტორი და სხვა იქნება. მორჩა მეგობრებო, დაიხურა ეს ფურცელი. ჩვენ ვიწყებთ, ვიღაცა დამთავრდა. აღკვეთი იქნება ხვალ. ვერაფერს ველოდები და ვერ გეტყვით, ვნახავთ რა იქნება. ერთადერთი, სადაც გამომიძახეს ხედავთ, რომ მოვედი. რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში მჭირდებოდა ინვესტორებთან წასვლა, ეს არ გამიხმოვანებია და არ გამიშვეს. მაგრამ მაინც შევძელი მათთან კომუნიკაცია ინტერნეტ-თათბირით და გადაწყვეტილებებიც მშვენიერი გამოვიტანე. ყველაფერი წესრიგშია, ყველაფერი კარგად არის, „მთავარ ტელევიზიას" დაელოდეთ და თქვენ ისევ გამოხვალთ იმ ინფორმაციულ ვაკუუმიდან, რომელშიც ახლა ხართ.
რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ვაპირებ ვუხელმძღვანელო ტელევიზიას და წავიყვანო გადაცემა. რა თქმა უნდა, მთავარი ჩემი გეგმაა ბიძინა ივაბნიშვილი არ იყოს ქვეყანაში ხვალ, როდის გამოვა ეს არ ვიცი", - განაცხადა გვარამიამ.
გვარამია აღსანიშნავია ისიც, რომ 10 სექტემბერს იწურება ვადა 40 ათასლარიანი გირაოს გადახდის, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ გვარამიას დააკისრა, თუმცა ნიკა გვარამია კვლავ აღნიშნავს, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებს.