რეზონანსი
06.09.2019

 (რეზონანსი) „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურაში მივიდა. მან უწყებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„პრობლემა არის ეს მიკროფონი, რომელიც დროებითია და ნამდვილი მალე იქნება ნამდვილი და საბოლოო. ამათზე კარგი, ისევე როგორც ნიუსი. ბოდიში კოლეგებო. დღეს ვარ აბსოლუტურად ემოციებისგან დაცლილი და მშვიდი, რამდენიმე მიზეზის გამო. უკვე ეს გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ კორუფცია ჩემთვის წითელი ხაზია და მიუღებელი უკვე ამისი გამოხატვა არ შემიძლია, რადგან პროკურატურისგან მომდის ანეგდოტები, მოგონილი ისტორიები. რომელიც ბუნებაში არ ყოფილა, მეუბნებიან ფული, რომელიც იყო, არ ყოფილა. მერე რა რომ ბანკში შეტანის საბუთი არსებობს. რა უნდა ვუპასუხო ახლა ამას.

ვარ მშვიდად კიდევ იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი საქმე უკვე დავასრულე. ამ მიკროფონის ირგვლივ რაც საჭიროა ყველაფერი მზადაა და ყველაფერი გაკეთებულია. ჩემი სადმე ჩაჯენა, იზოლირება და ა. შ არავითარ შედეგს არ გამოიღებს. ველოდები ყველაფერს, საერთოდ არ მიმაჩნია ამ ხელისუფლების მხრიდან პრობლემად და მოულოდნელობად, რომ დაგვაკაონ მე და სხვები. ეს ხელისუფლება დაკავებულია ლეგიტიმური ხელისუფლების ზღვრებიდან",- აცხადებს გვარამია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×