რეზონანსი
06.09.2019

 (რეზონანსი) საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს" სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, გიორგი გახარიამ დეპუტატ ირმა ნადირაშვილს ტყვია გადასცა, რომლის მსგავსიც 20-21 ივნისს იქნა გამოყენებული და, რომელსაც მისი თქმით, აწერია „არა ლეტალური".

ირმა ნადირაშვილმა გიორგი გახარიას ჰკითხა, ვინ მიიღო აქციის დარბევისას იმ ტიპის ტყვიების გამოყენების გადაწყვეტილება და იცოდა თუ არა, რომ ამ ტყვიებს აწერია „ნაკლებად ლეტალური".

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ნადირაშვილი იტყუებოდა და ტყვიას აწერია „არა ლეტალური". ამასთან, მან დეპუტატს დარბაზში ტყვიაც გადასცა.

„იტყუებით, ამ ტყვიებს აწერია „არა ლეტალური" და შეგიძლიათ სურათების ინტერნეტიდან ამოღების მაგივრად, მიბრძანდეთ შესაბამის დანაყოფებში და ამოიღოთ რეალური ტყვიები, რომლებიც იქ იყო გამოყენებული, ან მიმართოთ მწარმოებელს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×