რეზონანსი
06.09.2019

 (რეზონანსი) პარლამენტში, სადაც ევროპული საქართველოს ფრაქცია პრემიერობის კანდიდატს, გიორგი გახარიას უსმენს კამათის მიზეზი გახდა 20 ივნისს გამოყენებული ტყვიები.

დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ამტკიცებდა, რომ ტყვიები ლეტალურია და არ უნდა გამოეყენებინათ, რასაც გახარია უარყოფდა და მტკიცებულებად დეპუტატს ტყვია გადასცა.

ამ დროს საუბარში ჩაერთო დეპუტატი აკაკი ბობოხიძე და გახარიას მიმართა: „შევამოწმოთ, ერთი მე მესროლეთ და ერთს მე გესვრით".

პასუხად პრემიერობის კანდიდატმა განაცხადა: „სიამოვნებით, ოღონდ დარბაზში არა. ამაზე, უბრალოდ, ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ თქვენ ჩვეულებრივი ხულიგანი ხართ და მე პასუხისმგებლობა მაქვს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×