რეზონანსი
06.09.2019

 (რეზონანსი) საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს" სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ 20 ივნისის აქციაზე დაშავებული მაკო გომურის კითხვა წაიკითხა.

მაკო გომური კითხვას სვამს, რატომ არიან დღეს აქციის მონაწილეები ციხეში და რატომ არის თავისუფალი პირი, რომლის გამოც მან აქციაზე თვალი დაკარგა.

„მინდა, წავიკითხო მაკო გომურის კითხვა, რომელმაც მთხოვა, რომ რადგანაც მას არ აქვს საშუალება დაგისვათ ეს შეკითხვა, უბრალოდ მინდა წავიკითხო ამ შემთხვევაში. ჩემთვის ნამდვილად სასურველი იქნებოდა, სხვას გაეკეთებინა ეს, მაგრამ მიწევს ამ კითხვის წაკითხვა.

რატომ არიან აქციის მონაწილეები დღეს ციხეში და ადამიანი, რომელმაც თვალი გამომთხარა და ზაფხული ჯოჯოხეთად მიქცია, რატომ არის თავისუფალი. თუ უდანაშაულო ხალხის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს, რანაირად შეძლებს ქვეყნის მართვას, როცა მას პრეზიდენტზე მეტი უფლება აქვს და თუ ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გაცემული იყო და არ დაემორჩილა ჯარი, რანაირად შეძლებს მართოს მთელი სისტემა. და კიდევ, გადაეცით, რომ ისეთ სამართლიან მომავალს ვუსურვებ, როგორიც თვითონაა. გული", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ ფრაქციის სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს ფრაქციის სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში უსმენენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×