რეზონანსი
06.09.2019

 (რეზონანსი) „თიბისი ბანკის" დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრიტანელი ადვოკატის სტივენ ქეის განცხადებით, ლონდონში ე.წ „გახარიას წერილის" ექსპერტიზა დასრულდა, შედეგები ანალიზდება და უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება.

„ახლა მიდის წერილის ლინგვისტური და სხვა ტიპის ანალიზი. შესაბამისი გამოძიების შემდეგ ის აუცილებლად წარედგინება სასამართლოს, როგორც მნიშვნელოვანი ნივთმტკიცება"- განაცხადა ქეიმ.

საუბარია იმ წერილზე, რომელიც „თიბისი ჯგუფის" დამფუძნებელის განცხადებით, მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან შუამავლის დახმარებით მიიღო და რომელშიც "ყველანაირი წინაპირობის გარეშე" შესასრულებელ 3 სახის ულტიმატუმზეა საუბარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×