რეზონანსი
06.09.2019

 (რეზონანსი) პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ 20 ივნისის აქციაზე დაშავებულის, მაკო გომურის მიმართვა, დასწრებოდა პარლამენტში სხდომას, არ ყოფილა.

ამასთან, გივი მიქანაძე ამბობს, რომ ზოგადად, საშვთა სისტემა დღეს არ შეზღუდულა, რამდენიმე დღეა, შეზღუდულია და მიზანია, მთავრობის მოსმენები კონსტრუქციულ და მშვიდ ვითარებაში წარიმართოს.

„პარლამენტის აპარატმა გადაამოწმა, იყო თუ არა ქალბატონი მაკო გომურის მომართვა, რომ დასწრებოდა ამ სხდომას და დაფიქსირდა, რომ ასეთი მომართვა არ ყოფილა. შესაბამისად, აქ პასუხი გაცემულია და საკითხი ამოწურულია", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ფრაქციის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ, 20 ივნისს დაშვებული მაკო გომურისა და მოძრაობა „სირცხვილიას" წევრების დასწრება მოითხოვეს.

მათი თქმით, საშვი დაშვებული იყო, თუმცა პარლამენტში შესვლის საშუალებას მათ არ აძლევდნენ. ამის შემდეგ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" გავრცელდა მაკო გომურის სტატუსი, სადაც ის წერდა, რომ თბილისში არ იმყოფება და მხოლოდ ხუთი წუთის წინ გაიგო, რომ მასზე პარლამენტში საშვი ყოფილა დაშვებული. თუმცა, სტატუსი მის გვერდზე უკვე აღარ იძებნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×