რეზონანსი
06.09.2019

 (რეზონანსი) ტყუილად წვალობთ,- წერს სოციალურ ქსელში რუსთავი2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

„დღეს, 6 საათზე, დამიბარეს გენერალურ პროკურატურაში. ახალი ბრალი უნდა წამიყენონ. რა საამურია ცხოვრება დემოკრატიაში. p.s მთავარი არხი • Mtavari Arkhi მაინც გავა ეთერში. ტყუილად წვალობთ",- წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ გვარამიას მიმართ პროკურატურამ ბრალის ახალი დადგენილება გამოიტანა, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას, ასევე ყალბი გარიგებებს გულისხმობს.

პროკურატურამ ასევე ბრალი წარუდგინა არხის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და „რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორი კომპანია „ინტერმედიას" დირექტორს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×