რეზონანსი
06.09.2019

 (რეზონანსი) პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა დატოვეს ფრაქციის სხდომა, სადაც ფრაქციის წევრები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატს ხვდებოდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის მოსმენაზე, როდესაც პრემიერ მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია კითხვებზე პასუხების გაცემას იწყებდა, სალომე სამადაშვილი სხდომის შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდა.

მან მოუწოდა დამსწრეებს, შეეწყვიტათ სხდომა, რადგან „პარლამენტში არ უშვებენ გახარიას მიერ თვალდათხრილ მოქალაქეებს".

არ მიმაჩნია სწორად მოვუსმინო დღეს ამ სხდომას", - განაცხადა სამადაშვილმა.

ამ აზრს დაეთანხმა ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე და სხდომა შეწყვიტა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×