რეზონანსი
06.09.2019

 (რეზონანსი) 20 ივნისის აქციაზე დაშავებული ახალგაზრდა, მაკო გომური სოციალურ ქსელში წერს, რომ 5 წუთით ადრე შეიტყო, პარლამენტში მის სახელზე საშვის დაშვების შესახებ.

„ე ბიჭო, არ ვარ ტიფლისში არა. კახეთის გზატკეცილზე ვარ და პარლამენტის სხდომას თუ დამაწევთ გზაში, კიბატონო, შევალ. ისე, ხუთი წუთით ადრე რომ ვიგებ რომ საშვი ყოფილა დაშვებული, კარგი მიდგომაა", - წერს მაკო გომური სოციალურ ქსელში.

დღეს პარლამენტში პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას უსმენენ, „ნაციონალური მოძრაობა" კი პარლამენტის შენობის გარეთ მიმდინარე აქციის მონაწილეების საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ითხოვს. ოპოზიციის ინფორმაციით, საშვია დაშვებული მაკო გომურზეც, თუმცა მას პარლამენტში შემოსავლა ეზღუდება.

„მაკო გომურს აქვს უფლება თუ არა დღეს იმყოფებოდეს პარლამენტში, მაშინ როცა დღეს აქ მიმდინარეობს პროცედურები, რომ თქვენ დაგაბრძანონ პრემიერის სავარძელში. მინდა მივმართა ბიძინა ივანიშვილის მონებს, თალაკვაძეს და ჩუგოშვილს, აქვს თუ არა თვალებდათხრილ გოგოს იყოს აქ. რატომ არ უშვებენ პარლამენტში. მოვითხოვ, ამ კითხვით დაიწყეთ კითხვებზე პასუხი", - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პრემიერ მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×