რეზონანსი
06.09.2019

 (რეზონანსი) ქალბატონო სალომე, გირჩევთ, თვალიდან ხელი მოიშოროთ და სიმართლეს თვალი გაუსწოროთ, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, სალომე სამადაშვილს.

„ის რაც დღეს აქ ხდება, ჩეულებრივი „ნაციონალური მოძრაობის" სახეა. მე ერთი, რამ მინდა გითხრათ, არსად წასვლას არ ვაპირებთ. მე თქვენ დაგასრულებთ და დაგასრულებთ საქართველოს მოსახლეობა. თქვენ, ჩეულებრივი ქუჩის ოპოზიცია ხართ და 2020-ში ქუჩაში დარჩებით. ქალბატონო სალომე, გირჩევთ, თვალიდან ხელი მოიშოროთ და სიმართლეს თვალი გაუსწოროთ," - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის ახალი შემადგენლობას ფრაქციების ფორმატში „ნაციონალური მოძრაობა" უსმენს.

16:00 საათზე კი შეხვედრა დანიშნულია ფრაქცია „ევროპულ საქართველოსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×