რეზონანსი
06.09.2019

 (რეზონანსი) პარლამენტში, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უნდა მოუსმინონ, შესვლას ითხოვენ აქცია "სირცხვილიას" წევრები, თუმცა მათ პარლამენტში შესვლის უფლებას ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ აძლევს.

როგორც აქცია "სირცხვილიას" წარმომადგენელმა ანა ჭარხალაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლმენტში მათ შესვლა იმ მიზნით სურთ, რომ დეპუტატებსა და მინისტრობის კანდიდატებს კითხვები დაუსვან. მისივე თქმით, საშვი „სირცხვილიას" 10 წევრზეა დაშვებული და განუმარტეს, რომ საშვთა ბიუროს ხარვეზი აქვს და ამიტომ ვერ შევლენ.

ჭარხალაშვილის თქმით, თუ მათ პარლამენტში არ შეუშვებენ, შენობის შესასვლელებთან ე.წ . „სირცხვილის კორიდორს" მოაწყობენ.

„გამივიძახოთ პროგრამისტი და ჩვენივე ხარჯებით გამოვუსწორებთ ხარვეზს. მოქალაქეებს გვაქვს უფლება და სურვილიც, რომ შევიდეთ პარლამენტში, იმისათვის,რომ პარლამენტის წევრებსა და პრემიერობის კანდიდატს კითხვები დავუსვათ", - განაცხადაც ჭარხალაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×