რეზონანსი
06.09.2019

 (რეზონანსი) „სამხრეთ ოსეთის" ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა КГБ-ს თავმჯდომარეს ოლეგ შირანს დაავალა „რესპუბლიკის" მოქალაქეებისთვის საქართველოს მხრიდან მომდინარე სხვა რისკებიც შეისწავლოს". ამ ინფორმაციას სააგანტო „რესი" ავრცელებს.

„მე გთხოვთ, რომ თქვენ მომავალშიც, შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად გააძლიეროთ ძალისხმევა. ადგილობრივები, რომელ დასახლებულ პუნქტშიც არ უნდა ცხოვრობდნენ, თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ",- განუცხადა ანატოლი ბიბილოვმა ოლეგ შირანს.

КГБ-ს თავმჯდომარემ ე.წ. პრეზიდენტს სოფელ წნელისთან „სასაზღვრო პოსტის" მშენებლობის შესახებ პატაკი წარუდგინა.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ბიბილოვმა КГБ-ს დაავალა „რესპუბლიკის საზღვარზე სხვა მიმართულებების შესწავლაც, სადაც შესაძლოა საქართველოს მიერ ტერიტორიის ანექსიის რაღაც საფრთხეები არის".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×