რეზონანსი
06.09.2019

 "კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანის აზრით, ოლიგარქი ქვეყანას მოაჯდა და გადაბარების პროცესი მიმდინარეობს.

“დამარცხებულია ხალხი და საქართველო. ოლიგარქი მოაჯდა და ქვეყნის გადაბარება მიმდინარეობს. მე ამაზე მაქვს საუბარი, თორემ, ვინ სად დაუსტვენს გათითოკაცებულად, როგორც ილია იტყოდა. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ცალკეულ სადარბაზოებთან რომ უსტვენენ ლიდერები 30 წელია, იმიტომ არის საქართველო ამ დღეში.

როგორ, ჩვენ, ადამიანებმა რომლებიც ოპოზიციაში ვიყავით მოვახერხეთ და გაერთიანებულ ოპოზიციაში დავივიწყეთ რაღაცეები და მივუთითეთ “ნაციონალურ მოძრაობას” ჩადექით რიგით მწყობრში და არიან რიგითში! ახლა საუბარია რომ ამ გაერთიანებაში სახელი “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება. რიგითში არიან ეს ადამიანები. შემთხვევით არაფერი არ გაგვიკეთებია. რა დროს ჯიბრია?! “, - განაცხადა "360 გრადუსში" ჩარკვიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×