რეზონანსი
06.09.2019

 პარტია "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებზე "360 გრადუსში" სტუმრობისას ისაუბრა.

“ჩვენ გვაქვს ხოლმე, ზოგჯერ დისკუსია, მათ შორის მწვავე დისკუსია, მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ ეს არ არის არც ფასეულობითი და არც ღირებულებითი განსხვავება, რომ რაიმე ტიპის გახლეჩვა გამოიწვიოს. გიგი უგულავა არსად წასვლას არ აპირებს, ის არის ამ გუნდის ლიდერი და ერთად ვაპირებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ივანიშვილისა და პრორუსული ძალების დამარცხებას.” — განაცხადა ბოკერიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე აპირებს თუ არა პარტიიდან წასვლას ელენე ხოშტარია, ბოკერიამ უპასუხა — “იმედი მაქვს, რომ არა”.

“სხვის მაგივრად დარწმუნებული ვერ ვიქნები, გიგი უგულავასგან განსხვავებით, ელენე ხოშტარია პარტიაში ფორმალურ თანამდებობას არ იკავებს . უგულავაზე ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სისულელე და ელენე ხოშტარიას შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ ესე არ მოხდება”, - თქვა ბოკერიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×