რეზონანსი
06.09.2019

 გადაცემა "სხვა შუადღის" წამყვანმა, ნინო ხოშტარიამ "რუსთავი 2" დატოვა. ამის შესახებ მან ინფორმაცია თავად გაავრცელა.

„25-დან 25 წელი. ერთად დავიწყეთ, ერთად გავიზარდეთ, ერთად შევქმენით ისტორია და ერთად დავამთავრეთ“, - წერს ხოშტარია.

ნინო ხოშტარია "რუსთავი 2"-ში 25 წლის განმავლობაში მუშაობდა. ის იყო სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი გადაცემების, მათ შორის "ჯეობარის", "ყველაზე ჭკვიანის", "ეკივოკისა" და კიდევ რამდენიმე გადაცემის წამყვანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×