რეზონანსი
06.09.2019

 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, პროდუქტების დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია. 

დადგინდა იმ ბიზნესოპერატორების რეკვიზიტები, რომლებიც ამ წარმოებებს წითელი წიწაკით ამარაგებენ. "სუდანის" ჯგუფის საღებავების კვლევის მიზნით, სააგენტომ წითელი წიწაკის ნიმუშები აიღო, რომლებსაც აკრედიტებული ლაბორატორია გამოიკვლევს.

სურსათის 6 ნიმუშში არასაკვები დანიშნულების საღებავები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის 15 აგვისტოს  Momxmarebeli.ge-მ გაავრცელა. 

შეგახსენებთ, რომ არასაკვები დანიშნულების „სუდანის“ ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა „კულას“, მარნეულის სასურსათო ქარხნის, ფუდსერვისის, შპს „ესის“, Soledo-სა და „თეთნულდის“ პროდუქციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×