რეზონანსი
05.09.2019

 (რეზონანსი) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებზე ისაუბრა.

"არ შეიძლება, არ აღინიშნოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა, რაც ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ჩვენს მიერ მავნებლის წინააღდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებები, საერთაშორისო ექსპერტების მიერ დადებითად შეფასდა. ბოლო პერიოდში საქართველოში მყოფი სამეცნიერო მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველომ შეძლო და უმოკლეს დროში გასაოცარ შედეგს მიაღწია და ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ქართული პროგრამა ენტომოლოგიის ისტორიაში შევა როგორც გზამკვლევი" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×