რეზონანსი
05.09.2019

  (რეზონანსი) პოლიციამ დაასრულა წარსულში ცნობილი ესპანელი სამთო მოთხილამურის, ბლანკა ფერნანდეს ოჩოას ძებნის ოპერაცია, – ამის შესახებ გაზეთი „მარკა“ წერს. 

56 წლის ოჩოა ბოლოს 23 აგვისტოს, ავტომობილის საჭესთან დაინახეს. 

სამი დღის განმავლობაში ყოფილ სპორტსმენს მადრიდის ჩრდილოეთით, სამთო მასივში ეძებდნენ, მაგრამ მხოლოდ მისი „მერსედესი“ აღმოაჩინეს. 

იტყობინებიან, რომ სხეული ავტომობილიდან ორნახევარი საათის სავალ მანძილზე იპოვნეს. ოჩოა შვიდი-ათი დღის წინ არის გარდაცვლილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×