რეზონანსი
05.09.2019

 (რეზონანსი) სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში მდებარე დაწყებით სკოლასთან, სკოლის მასწავლებელმა ქალმა 6 წლის გოგო დედას მკლავებიდან გამოჰლიჯა, მანქანაში ჩასვა და გაიტაცა. ინფორმაციას გამოცემა Mirror ავრცელებს.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა დედამ უფროს შვილს სკოლაში მიაკითხა. გატაცებიდან რამდენიმე წუთში, 6 წლის ემი-ლის მამას დაურეკეს და ქალიშვილის უვნებლად დაბრუნების სანაცვლოდ, თანხა მოსთხოვეს.

ამის შემდეგ, გამტაცებლებს პოლიცია 19 საათის განმავლობაში ეძებდა. , სამართალდამცველების ინფორმაციით, დევნით შეშინებულმა პედაგოგმა, ემილის მოშორება გადაწყვიტა და იგი ბნელ ქუჩის კუთხეში დატოვა.

გამოცემის ცნობით, პოლიციამ ჯამში სამი ეჭვმიტანილი, 2 ქალი და ერთი მამაკაცი დააკავა. ეჭვიმიტანილების ასაკი 27-დან 50 წლამდეა და გამოძიება კვლავაც მიმდინარეობს. მამამ, ვაინანდ დე ჯაგერმა დაადასტურა, რომ პოლიციის მიერ დაკავებული ერთ-ერთი ქალი, მისი ბიჭის მასწავლებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×