რეზონანსი
05.09.2019

 (რეზონანსი) ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, პოლიციამ მოძრაობის წესების დარღვევის გამო, საქორწილო ესკორტიდან ერთ-ერთი ავტომობილი გააჩერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლს სამართალდამცველი ჯარიმას უწერდა, რა დროსაც მოქალაქემ პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და წინააღმდეგობა გაუწია.

მძღოლი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×