რეზონანსი
05.09.2019

 (რეზონანსი) დიდ ბრიტანეთში ქართველებისგან შემდგარი დანაშაულებრივი დაჯგუფება გამოავლინეს, რომელსაც ირლანდიიდან ბრიტანეთში მიგრანტები ფულის სანაცვლოდ არალეგალურად გადაჰყავდა.

როგორც ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი" წერს, დაჯგუფების ლიდერ ი.დ-ს, რომელიც 35 წლისაა, 5 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მედიასაშუალების ცნობით, მას მიგრნატები, მათ შორის საკუთარი ოჯახის წევრებიც, დუბლინიდან უელსის ქალაქ ჰოლიჰედში ბორანით გადაჰყავდა.

დიდი ბრიტანეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ი.დ-სა და მისი დაჯგუფების დახმარებით არალეგალურად ჩასული სულ მცირე 19 ადამიანი იმყოფება.

დაჯგუფების ლიდერის გარდა, გასამართლებულებია კიდევ ოთხი ქართველი მამაკაცი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×