რეზონანსი
05.09.2019

 (რეზონანსი) შუახევის ერთ-ერთ სოფელში დათვი და ორი ბელი სოფლის გზასთან ძალიან ახლოს შენიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ოქროპილაურის მცხოვრებლებმა ამის დანახვაზე ხმაური ატეხეს, რის გამოც დათვი ორ ბელთან ერთად ტყეში დაიმალა. მოქალაქეებმა ამის გადაღება მოასწრეს.

სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სოფლის ცენტრში მტაცებელი მოდის. ეს კი განსაკუთრებული შემთხვევა იყო, რადგან დათვს ორი ბელი ახლდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×